თინათინ ბოკუჩავა - მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია

"მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსული ოცნების ხელით საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია. დაუყოვნებლივ გამოცხადდეს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილი და განუმარტოს საზოგადოებას რა პირობებით საუბრობს მტერთან ქართველი ხალხის ზურგს უკან მისი მთავრობა“, - ამის შესახებ  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ფრაქციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლა და რუსეთთან ფრენების აღდგენის და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პასუხის გაცემა მოითხოვა.

"ვლადიმერ პუტინმა პირადად დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ზურგს უკან, მოღალატეობრივად, მალულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან და რომ სწორედ ქართული მხარის დაჟინებული თხოვნით, საპასუხოდ მიიღო მან პირადად ფრენების აღდგენის და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება. ვინ აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს მტერთან, ვინ არის ეს პირი ან პირთა წრე, ვინც ქართველი ხალხის ზურგს უკან აწარმოებს მოლაპარაკებებს მტერთან, რა დათმო საქართველოს ხელისუფლებამ სანაცვლოდ, სხვა რა საკითხები განიხილებოდა ფარულ მოლაპარაკებებზე ოკუპანტთან“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები