ირაკლი ქადაგიშვილი - ზელენსკი ერთგვარი ულტიმატუმივით უყენებს დასავლეთს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება მისთვის მიუღებელი იქნებოდა

ზელენსკის თავიდანვე არასწორი წარმოდგენა და ხედვა ჰქონდა, რაც, დარწმუნებული ვარ, განპირობებული იყო სააკაშვილისა და ქართველების, სხვა ძალების დარწმუნებით, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში, საქართველო ამ პროცესში აუცილებლად აქტიური იქნებოდა. როცა მან ჩვენი მხრიდან ეს ვერ დაინახა, დემარშები განახორციელა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

"გარკვეულწილად ზელენსკი აგრძელებს იმ კურსს, რომელიც ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში გაახმოვანა, როცა საქართველოს ხელისუფლებამ თანხმობა არ მისცა, თბილისიდან უკრაინაში მოხალისეები გაეგზავნათ. მაშინ, მან მიტინგზეც მოუწოდა ხალხს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გამიჯვნოდა და შემდეგ ელჩიც გაიწვია. ზელენსკის თავიდანვე არასწორი წარმოდგენა და ხედვა ჰქონდა, რაც, დარწმუნებული ვარ, რომ განპირობებული იყო სააკაშვილისა და ქართველების, სხვა ძალების რწმუნებით, რომ თუ საომარი მოქმედებები იქნებოდა, საქართველო ამ პროცესში აუცილებლად აქტიური იქნებოდა. როცა მან ეს ჩვენი მხრიდან ვერ დაინახა, ამის დემარშები განახორციელა.

მგონია, რომ ახლა ამ დემარშის გაგრძელებასთან გვაქვს საქმე. ამას ჩვენი მხრიდან შეიძლება მძიმე შეფასება მიეცეს, მაგრამ როგორც ყოველთვის, ანგარიშს ვუწევთ უკრაინელებს იმ მძიმე ომში, რაშიც არიან. ეს არის გამიზნულად გაკეთებული განცხადება. ამ განცხადებაში არის შურისძიება და სწორედ რომ დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი ახლოვდება. ის ერთგვარი ულტიმატუმივით უყენებს დასავლეთს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება მისთვის მიუღებელი იქნებოდა. ამ განცხადებას ეს მიზანი აქვს. ან მეორე მხრივ, საქართველომ თავის პოლიტიკაზე უარი თქვას და ესკალაციის გზით წავიდეს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები