გენერალი პეტრეუსი - უკრაინის კონტრშეტევა იქნება ძალიან ძლიერი

უკრაინის კონტრშეტევა იქნება ძალიან მძლავრი და უკრაინის შეიარაღებული ძალები იმუშავებენ ეფექტურად, - ამის შესახებ გენერალმა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა უფროსმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის ძალები იმუშავებენ "თანმიმდევრულად და ყოვლისმომცველად“ და შეასრულებენ სხვადასხვა ამოცანებს, მათ შორის ნაღმებისგან გაწმენდას, გარღვევებს, საჰაერო თავდაცვას და ა.შ.

"ვფიქრობ, რომ უკრაინის კონტრშეტევა იქნება ძალიან მძლავრი. მე ვვარაუდობ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით ჩაატარებს ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს", - განაცხადა გენერალმა.

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ემზადება კონტრშეტევისთვის, რათა გაათავისუფლოს ტერიტორიები ოკუპანტებისგან. მედია ვარაუდობდა, რომ შეიძლება გაზაფხულზე დაწყებულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიწყება მაშინ, როცა ყველაფერი მზად იქნება.

თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ წარმატებული კონტრშეტევისთვის აუცილებელია პარტნიორებისგან ტექნიკის მიღება და სამხედროების სწავლება. შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კმაყოფილია უკრაინის შეიარაღებით კონტრშეტევის წინ.

3 ივნისს კი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უკვე მზადაა კონტრშეტევისთვის, მაგრამ უცნობია, როდის დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები