დავით ასათიანი - როცა 150-მდე ადვოკატი ციხეში იჯდა, ამ დროს ზოგიერთები უწყებებში მუშაობდით ბედნიერად, ის ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი გასული დღეების განმავლობაში პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“რამდენჯერმე დავწერე და ყოველთვის დავწერ, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს ანდა ვინც მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და არ იცის:

როცა 150-მდე ადვოკატი ციხეში იჯდა უმეტესად აბსურდული ბრალდებებით 2007-2012 წლებში, და ამ დროს ზოგიერთები სამინისტროებსა და უწყებებში რომ მუშაობდით ბედნიერად, ის ხალხი მაინც ნუ ლაპარაკობთ ბრტყლად ადვოკატთა ბედზე გულდათუთქულები. უკეთურება არ გვავიწყდება. 

ცნობისათვის, დღეის მდგომარეიბით და ბოლო 5 წელია, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არც ერთი, ვიმეორებ არც ერთი ადვოკატი პატიმრობაში არ იმყოფება!

პ.ს. ახლა ამას გინდა ასოციაციის მწვადი და შამფურის და გინდა კეცი-ჩალაღაჯის პოლიტიკა დაარქვით, სულ არ მაინტერესებს”, - წერს დავით ასათიანი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები