მორავეცკი - უკრაინა იმსახურებს, შესთავაზონ ძალიან სწრაფი გზა ნატო-სკენ

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დღეს არ არის ნატოს ნაწილი, ის იცავს თავს რუსული უხეში ძალისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ალიანსის ბევრ ქვეყანას, ამიტომ უკრაინა ნატოში შესვლას იმსახურებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

"მე მჯერა, რომ უკრაინა იმსახურებს, შესთავაზონ ძალიან სწრაფი გზა ნატო-სკენ“, – აღნიშნა მორავეცკიმ.

მისი თქმით, ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის სახელმწიფოს ზოგიერთი აქტუალური პოლიტიკური პრობლემა.

მორავეცკის თქმით, დასავლეთ ევროპის ქვეყნები შორს არიან რუსეთისგან, ამიტომ მათ არ უნდა ეშინოდეთ პირდაპირი საფრთხისა და უფრო მეტად უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას.

"ამჟამად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება არის ყველაზე მგრძნობიარე მომენტი და მთელი რეგიონის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები