ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ახალი უბნის დასახლებაში მტკვრის სანაპიროზე დაზიანებული დამცავი საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ახალი უბნის დასახლებაში მტკვრის სანაპიროზე დაზიანებული დამცავი საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი,  მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

სამუშაოებს "საქართველოს სამშენებლო კომპანია“ ასრულებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 900 000 ლარია გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ბორჯომში მოსული უხვი ნალექის გამო, ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე მტკვრის ადიდებამ ნაპირსამაგრი კედელი დააზიანა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები