კახა კალაძე - როდესაც სტატუსი მისცეს მოლდოვას და საქართველო ისე დატოვეს, ეს ძალიან შეურაცხმყოფელია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

"საქართველომ გააკეთა ყველაფერი, მანამდეც, სანამ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული 12-პუნქტიანი გეგმის მოცემასთან დაკავშირებით. თუმცა მისცეს უკრაინას და მოლდოვას, ჩვენ კი არ მოგვცეს. გულწრფელად ვამბობ, ძალიან მტკივა გული იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს. მინდა, მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობა ვუსურვო მათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე უკრაინაზე შედარებების გამო არ ვსაუბრობ. მაგრამ როდესაც სტატუსი მისცეს მოლდოვას, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად უკან იყოს საქართველოზე და საქართველო ისე დატოვეს, ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ამან ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში. მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა. მზად ვართ, შევასრულოთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე და აქაც დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან მისაღები. დაველოდოთ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ. დანარჩენი მათზეა დამოკიდებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს.

"ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, ოპოზიციას კი ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რაღაც ხელისუფლებას სჭირდება ან უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის თემა. პირდაპირ იყო საუბარი, რომ ოპოზიცია უნდა იღებდეს ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ ეს ადამიანები ამ ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან, მშვიდობას ეწინააღმდეგებიან. გვახსოვს, როდესაც საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, ბრიუსელში დარბოდნენ კაბინეტებში იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ ამ პროცესებისთვის. სამწუხაროდ, დღესაც იგივე ხდება“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები