სალექციო კურსი - "მე, საქართველოს მომავალი“ გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გრძელდება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) შემეცნებითი სალექციო კურსი - „მე, საქართველოს მომავალი“, რომელიც ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის ხორციელდება. 

კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა გივი თუმანიშვილმა და აპარატის უფროსის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ. მოხსენებები შეეხო გლობალურ და რეგიონულ საფრთხეებს და გამოწვევებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საქართველოს უსაფრთხოებაზე. ასევე, საქართველოსა და ნატოს წევრი ქვეყნების მაგალითზე, განიხილეს კრიზისულ სიტუაციებში შიდა გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები.

სალექციო კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხებზე საბაზისო ცოდნას მიიღებენ. 

მსმენელებს ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები ჩაუტარებენ. 

შემეცნებითი კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები