საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი 30 ივნისს ვიზიტით ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

უახლესი ამბები