"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 30 ივნისს 2022 წელს საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. 

"პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოში 2022 წელს

16 პოლიტიკური პარტიის (პარტიები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ ან წლის განმავლობაში 100,000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს) მიერ წარდგენილი 2022 წლის ფინანსური დეკლარაციების ანალიზის შედეგად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:

პარტიის შემოსავლები და ხარჯები

შესწავლილმა 16-მა პარტიამ ჯამურად 16,927,785 ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება, შემოწირულება, საბანკო სესხი) მიიღო და 16,047,245 ლარის ხარჯი გაწია, რაც 2021 საარჩევნო წელთან შედარებით 2.5-ჯერ ნაკლებია. ყველა პარტიის შემოსავლების 37% (6,191,423 ლარი) და ხარჯების 39% (6,281,984) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა

პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 76% (12,925,153 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 24% (4,002,632) კი - კერძოზე (შემოწირულება, საბანკო სესხი). 16-დან 8 პარტიის შემოსავლების 90%-ზე მეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება შეადგენს

16 პოლიტიკური პარტიიდან მხოლოდ 8 პარტიამ, მიიღო შემოწირულება (აქედან ორმა – 1000 ლარზე ნაკლები). პარტიებმა სულ 2,656,066 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს, რომლის 39% (1,036,000 ლარი) „ქართული ოცნებაზე“ მოდიოდა.

პრობლემური ტენდენციები

კვლავ პრობლემას წარმოადგენს მმართველი პარტიის შემომწირველების მიერ მრავალმილიონიანი სახელმწიფო შესყიდვების (ტენდერები, პირდაპირი შესყიდვები) კონტრაქტების მოპოვების ფაქტები, რომელიც კორუფციული გარიგებების ეჭვს აჩენს

პრობლემურია შესაძლო მესამე პირების მეშვეობით განხორციელებული შემოწირულებები, როდესაც შეწირული თანხის წყარო სინამდვილეში არა დონორი, არამედ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირია. ასეთი ქმედება კანონმდებლობით აკრძალულია

კვლავ არსებითია ფინანსური უთანასწორობა მმართველ პარტიასა და სხვა პარტიებს შორის. პრობლემურია პარტიების მსხვილ დონორებზე დამოკიდებულება. მცირერიცხოვან, მაგრამ მსხვილ დონორებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული თანხის დაახლოებით 50% მოდიოდა

პრობლემურია საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც „ლელოს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდა (მათი წევრების მიერ პარლამენტის დატოვების საფუძვლით). ცვლილების შედეგად „ლეიბორისტული პარტიის” მთლიანი შემოსავალი წინა წელთან შედარებით 75%-ით შემცირდა

კანონმდებლობის ცვლილების შედეგად პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს 2023 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. ანტიკორუფციული ფუნქციების ერთ ინსტიტუციაში მოქცევა მისასალმებელი და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია. თუმცა, ცენტრალიზებული მოდელი მუშაობს მხოლოდ ამ ინსტიტუციის რეალური დამოუკიდებლობისა და მისთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში

სასურველი ეფექტი ვერ ექნება ცვლილებას, რომლითაც პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების მანამდე არსებული ზედა ზღვარი  - ქვეყნის წინა წლის მშპ-ს 0.1% -  განახევრდა და გახდა მშპ-ს 0.05%, თუმცა მაინც არაადეკვატურად მაღალია. 

სავარაუდო კორუფციული შემთხვევები

„ქართული ოცნების“ ორ შემომწირველთან (მათ 2022 წელს „ქართულ ოცნებას“ 40,000 ლარი შეწირეს) დაკავშირებულმა შპს „გზამ“ 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდში 118 მილიონი ლარის ოდენობის 12 ტენდერი მოიგო. ამ კომპანიას 2011 წლიდან 245 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული, ხოლო მასთან დაკავშირებულ პირებს მმართველი პარტიისთვის 220,000 ლარი აქვთ გაღებული

კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავდა ჯონი ჯინჭარაძის და მარინა დეხტიარევის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაღებული შემოწირულებები (ჯამში 40,000₾). თანხის გაღებიდან 17 დღეში მათთან დაკავშირებულ სამშენებლო კომპანიას (რომლის მესაკუთრეებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან) ხელვაჩაურის საკრებულომ, ბათუმთან ახლოს, სალიბაურის მაღლობზე, 16,000 კვ.მ. ფართობზე, პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) ერთხმად დაუმტკიცა

ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა 7 პირმა 2022 წელს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 250,000 შეწირა. ამავე პირებს 2011 წლიდან მმართველი პარტიისთვის 1.8 მლნ ლარზე მეტი აქვთ შეწირული

შემომწირველებიდან გამოიკვეთა რამდენიმე მცირე ჯგუფი, რომლებსაც  ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში აქვთ მმართველი პარტიისთვის თანხა შეწირული და როგორც წესი სხვადასხვა გზით (ბიზნესი, ნათესაობა) არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს გარემოებები აჩენს ეჭვებს, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა.

რეკომენდაციები

ანტიკორუფციული ბიურო აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგამოძიებო უფლებამოსილებებით. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველსაყოფად ბიუროს უფროსი დაინიშნოს პარლამენტის მიერ, დანიშვნაში მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა მიიღონ

აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტომ შეისწავლოს „ეიჩ გრუპ დეველოპმენტის“ მიერ სალიბაურის მაღლობზე დაგეგმილი მშენებლობის ნებართვის შესაძლო კორუფციული გზით მოპოვების ფაქტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ უნდა შეისწავლოს მმართველი პარტიის დონორების მიერ განხორციელებული შემოწირულებების კავშირი მათ მიერ მიღებულ მსხვილი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებთან, რათა გამოირიცხოს შესაძლო კორუფციული გარიგების არსებობა

პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა დაკარგოს კუთვნილი სახელმწიფო დაფინანსება იმისდა მიუხედავად იგი საპარლამენტო მანდატებს გამოიყენებს თუ არა, ვინაიდან პარტიის დაფინანსება მის მიერ არჩევნებზე მიღებულ შედეგებზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა საპარლამენტო საქმიანობაზე

იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსხვავებული სქესის წარმომადგენელთათვის გათვალისწინებულ დანამატს იღებენ, სრულად უნდა დაიცვან დეკლარაციების შევსების წესი და შესაბამის ველში მიუთითონ მიღებული თანხის ოდენობა

სასურველია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წლიურ ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში ჩაამატოს ცალკე ფორმა, სადაც პარტიები მიუთითებენ „სხვა ფულადი შემოსავლების“ კატეგორიაში აღნიშნული თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კონკრეტულ წარმომავლობას 

სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით  შემოწირულებების მოზიდვაზე. როგორც წესი, ასეთ დროს პარტიები რამდენიმე მსხვილ დონორზე არ არიან დამოკიდებული და შესაძლო კორუფციული გარიგებების რისკიც უფრო მცირეა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები