ვახტანგ მაისურაძე - საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შექმნა პირიქით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დაგეგმილმა პროვოკაციამ

გუშინ, შუადღით დამიკავშირდა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, შემდეგ დამალაპარაკა რეგიონის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი. ხაბეიშვილი იყო ჩამოსული და სხვა ლიდერები, რომლებიც ვერ გამოდიოდნენ გარეთ, იქნებ რაღაც გამერკვია, ვინ მოიყვანა ეს ხალხი და რომ გაგვეყვანა პერიმეტრიდან,  - ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა.

მაისურაძის  თქმით, ბასიშვილის სატელეფონო ზარის შემდეგ, ადგილზე მისულ მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს, განსხვავებული სურათი დახვდათ, ვინაიდან მათი მისამართით შეურაცხმყოფელი საუბარი ისმოდა. 

როგორც კასპის მერი აღნიშნავს, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის შედეგად  დაიძაბა სიტუაცია.

"ჩვენ არანაირად არ ვიყავით ჩართულები. ამ ზარის შემდეგ, მე გადავრეკე საკრებულოში, დავუკავშირდი საკრებულოს აპარატის უფროსსაც, დავურეკე დეპუტატებსაც, მერიის სამსახურის უფროსებსაც, მე ქალაქში არ ვიმყოფებოდი და ასულიყვნენ ადგილზე და  გაერკვიათ თუ რაში იყო საქმე. ეს ხალხი, ჩემი თხოვნით ავიდა იმ პერიოდში ვინც იმყოფებოდა ქალაქში, ავიდნენ დეპუტატებიც, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებიც იმ ტერიტორიაზე, მაგრამ დახვდათ სულ სხვა სურათი: შიგნიდან ლანძღვა-გინება ისმოდა, შეურაცხმყოფელი ინტერვიუებს იძლეოდნენ და ეს ამ ხალხს ესმოდა და გარედანაც იგივე რეაქცია იყო. საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შექმნა პირიქით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დაგეგმილმა პროვოკაციამ“, - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.

უახლესი ამბები