ფრიდონ ინჯია - იმდენად დახვეწილია, რომ პრაქტიკულად ქართველების მიერ გამოგონილი გაყალბების მექანიზმები არ მუშაობს

"საარჩევნო კოდექსი, რომელიც ჩვენ ბოლოს მივიღეთ, ერთ-ერთ სამაგალითოდ მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ასეთი კოდექსი, რომელიც დღეს არის მოქმედი, ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.

"ვინმეს წარმოედგინა თუნდაც 5 წლის უკან, რომ საარჩევნო უბნების გადათვლა ყოფილიყო შესაძლებელი. ჩვენ ისე გავიარეთ 25-28 წელი, რომ ამის საშუალება არავის ჰქონდა. უბნების გადათვლა არა მარტო აქ არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი არ მოხდა, როდესაც საარჩევნო ბიულეტენები რაღაც ურნებში აღმოჩნდა. დღეს მოქმედი კოდექსით კი საქართველოში ეს ყველაფერი შეიძლება. ე.ი.,  იმდენად დახვეწილია, რომ პრაქტიკულად ქართველების მიერ გამოგონილი გაყალბების მექანიზმები, არ მუშაობს.

ერთადერთი დარჩა, როდესაც არჩევნების წინა დღეებში, პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა გზებით ახერხებენ ან "ბულინგს“ ან მოსყიდვას. ეს ხდება არჩევნებამდე, მაგრამ არჩევნების დღეს ყველაფერი წესრიგშია და ეს არის ჩვენი კოდექსი“, - განაცხადა ინჯიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები