მალიარი - კუპიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ინიციატივა უკვე ჩვენს მხარეზეა

უკრაინის შეიარაღებული ძალები კუპიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით მტრის ძალებს აკავებენ, არის ადგილები, სადაც ჯარისკაცები წინსვლას ახერხებენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მალიარის თქმით, მტრის შეტევა კუპიანსკის მიმართულებით ჯერჯერობით წარუმატებელი იყო.

"ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ინიციატივა უკვე ჩვენს მხარეზეა“, - აღნიშნა მან.

მალიარმა განმარტა, რომ ბახმუტის ირგვლივ სამხრეთ ფლანგზე დღეს, ისევე როგორც ყველა წინა დღეებში, მოხდა უკრაინის ჯარების წინსვლა.

"ბრძოლა დღეს გაგრძელდა ჩრდილოეთ ფლანგზე. მტერი ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მალარი აღნიშნავს, რომ უკრაინელ სამხედროებს უწევთ გამკლავება ნაღმებთან და მტრის ინტენსიურ ცეცხლთან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერგეი ჩერევატმა დღეს განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები ცდილობენ ინიციატივის ხელში ჩაგდებას ფრონტის ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით.

"აქ (ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით) მტერი ცდილობს ინიციატივის ხელში ჩაგდებას. თავდაცვის ძალები მას აკავებენ", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ჩერევატის თქმით, ოკუპანტებმა ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი შეიყვანეს და ეს არის თითქმის იმდენივე ჯარისკაცი, რამდენიც მონაწილეობდა ავღანეთის ომში.

სახმელეთო ჯარების მეთაურის ალექსანდრე სირსკის განცხადებით კი, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ კონტრშეტევას ბახმუტში და ბახმუტის მიმართულებით. რუსული ჯარები აგროვებენ რეზერვებს რეგიონში, რათა ხელი შეუშალონ თავდაცვის ძალების წინსვლას.

უახლესი ამბები