ევროპარლამენტართა ჯგუფი "ალტ-ინფოს" და მორგოშიას სანქცირებას ითხოვს

ევროპარლამენტართა ჯგუფი "ალტ-ინფოს" და მისი ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი წერილით მათ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართეს.

"მტკიცედ მოგიწოდებთ თქვენ, როგორც ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში და თანასწორობის საკითხებში კომისარს მიიღოთ ყველა საჭირო ნაბიჯი თბილისში LGBTIQ-ფობიური თავდასხმების უმაღლესი ხარისხით დასაგმობად. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მიზანმიმართული სანქციებისაკენ ჯგუფ "ალტ-ინფოსა" და ჯგუფის უკან მყოფი ოლიგარქის კონსტანტინე მორგოშიას მიმართ.

"ალტ-ინფო" ავრცელებს LGBTIQ-ფობიურ სიძულვილის ენას საკუთარ მედიაარხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისის თავდასხმებში Tbilisi Pride-ზე.

ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ LGBTIQ-ფობიურ ძალადობას და რიტორიკას საქართველოში და ვალდებულნი იყვნენ, უზრუნველყონ, განსაკუთრებით LGBTIQ ადამიანების უსაფრთხოება", - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: მარკ ანგელი, კიმ ვან სპარენტაკი, მარია ვალში, პიერ კარლესკინდი, მალინ ბიორკი და ფაბიო მასიმო კასტალდო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

We strongly condemn the LGBTIQphobic attacks on @TbilisiPride and participants of the Tblisi Pride in #Georgia.

The attacks violate the #freedom of assembly and expression of the Georgian LGBTIQ community.

Our Co-Chairs and VPs signed a letter. pic.twitter.com/q4LldsuN5Y
— LGBTI Intergroup (@LGBTIintergroup) July 19, 2023