პლენკოვიჩი ღარიბაშვილს - მადლობას მოგახსენებთ ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის

ბატონო პრემიერო, მადლობას მოგახსენებთ ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინის და შავი ზღვის მიმართულებით, თქვენი დისკუსია ძალიან ქმედითი იყო დღეს, - ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნა, ხორვატია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების ძალისხმევის მიმართულებით, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ამბიციის მიმართულებით და ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს  ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.

"ბატონ პრემიერს ვაცნობე ხორვატიაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ. 66 მილიარდი დოლარია, 22%-ით გაიზარდა ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი. გუშინ გვქონდა მესამე იუბილე აი ამ მიმართულებით, საეტაპო მოვლენების. ჩვენ დავადასტურეთ, რომ გავზარდეთ ტურისტული მაჩვენებლები, ეკონომიკური მაჩვენებლები და გარდაქმნა, რომელიც ვიქონიეთ ევროზონის მიმართულებით, მოგეხსენებათ, რომ გავხდით ევროზონის და შენგენის სივრცის წევრნი, ეს არის ის სამიზნეები, რომელიც შესრულდა წელს. ხორვატია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების ძალისხმევის მიმართულებით, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ამბიციის მიმართულებით და ჩვენ გამოვიყენებთ ამ ვიზიტს იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ძალიან მიხარია იმის თქმა, რომ დღეს ნაშუადღევს ზაგრებში გავხსნით საქართველოს საელჩოს ხორვატიაში. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ვიზიტისთვის ზაგრებში და მადლობას მოგახსენებთ ასევე ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინის და შავი ზღვის მიმართულებით. თქვენი დისკუსია ძალიან ქმედითი იყო დღეს“,- განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

უახლესი ამბები