გია ბარამიძე - მოვუწოდებ, რომ წავიდეს თუ აღარ შესტკივა გული, ღმერთმა ხელი მოუმართოს, თავისი პარტია ჩამოაყალიბოს და უკეთესი იყოს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას მოუწოდებს, წავიდეს, თუ "ნაციონალურ მოძრაობაზე" გული აღარ შესტკივა.

"მოვუწოდებ, რომ წავიდეს თუ აღარ შესტკივა გული, თავისი ოჯახი ააშენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, თავისი პარტია ჩამოაყალიბოს და უკეთესი იყოს, სხვისი ლანძღვით კი არა, თავისი ყოფილი გუნდის ლანძღვით კი არა, იმით, რომ უკეთესი იყოს და კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სანამ 2021 წლის ამბებზე დღეს ილაპარაკებს, მანამდე გასცეს პასუხი, მაშინ რატომ არ ილაპარაკა ამაზე, თუ ასეთი სიმართლის მთქმელი იყო, რატომ ჩაიგუბა პირში წყალი. მე ეს არ ვიცოდი, ახლა გავიგე, რატომ არ იცოდა საზოგადოებამ, ახლა რატომ ლაპარაკობს ამაზე.

გასაგებია, რომ ადამიანს შეიძლება წაგება ეწყინოს, მე ყოველთვის პატივისცემით მოვიხსენიებდი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, მართლა სირცხვილია, როგორ შეიძლება, რომ იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილის რეჟიმს ებრძოლო, გამოდიხარ და 80% ლანძღავ იმ გუნდს, სადაც ხარ ჯერ კიდევ და ამ სისულელეებს ლაპარაკობ, რომ ვანო მერაბიშვილი და კახა თარგამაძე ერთი ყოფილა და ოპოზიციაშიც ისე აკეთებენ ფულს, როგორც ხელისუფლებაში. დამთავრდეს ეს ამბავი", - განაცხადა ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები