საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით - 12 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ანდეზიტთან დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 16:38 საათზე მოხდა.
ბიძგების სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.