გომისმთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, რამდენიმე კი დაშავდა.

"ბათუმელები" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მიკროავტობუსით უცხოელი ტურისტები გადაადგილდებოდნენ, დაღუპული მგზავრი კი გიდი იყო და საქართველოს მოქალაქეა.

თვითმხილველის თქმით, დაშავებულებს შორის არიან ტურისტები.

კურორტ გომისმთაზე ამ დრომდე გრძელდება საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის დასრულების დრო რამდენჯერმე გადავადდა.

გომისმთაზე ასვლა ოზურგეთიდან მხოლოდ შაბათ-კვირასაა შესაძლებელი.