"დროას" ინფორმაციით, ცნობილია პოლიციელის ვინაობა, რომელმაც გენრი დოლიძეს სცემა.
"ირაკლი დგებუაძე აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსია.
ადვოკატის თქმით, დგებუაძემ მიწაზე დაგდებულ გენრი დოლიძეს მას მერე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გაარკვია მისი ვინაობა", - აცხადებენ "დროაში".