აფეთქებები ყირიმში - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია

ოკუპირებულ ყირიმში უპილოტო თვითმფრინავების ღამის თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო, - ამის შესახებ უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროების თანახმად, 17 დრონი თავს დაესხა რუსული ჯარების ლოგისტიკურ ბაზას ოკუპირებულ ევპატორიასთან.  სამხედრო კონტრდაზვერვის დრონები მუშაობდნენ დამპყრობლების კარვების ბანაკზე, მანქანების სადგომებსა და ტანკერებზე.

ამჟამად ზარალის ზუსტი მასშტაბები ზუსტდება, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, საუბარია ათეულობით დაღუპულ და დაჭრილ ოკუპანტზე და უამრავ დაზიანებულ ტექნიკაზე.

ღამით ყირიმში აფეთქებების შესახებ გახდა ცნობილი. რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, მათ მოიგერიეს დრონებით თავდასხმა და 14 დრონი ჩამოაგდეს, თუმცა ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.

დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა დღესაც გაისმა. რუსებმა ყირიმის ხიდზე ორი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადეს.

უახლესი ამბები