უკრაინელმა ჯარისკაცებმა დღეს ორი რუსული კა-52 ჩამოაგდეს

უკრაინელმა მებრძოლებმა დღეს დილით მეორე რუსული ვერტმფრენი კა-52 ჩამოაგდეს, ამჯერად - ზაპოროჟიეს ოლქში.

"დაახლოებით 07:40 საათზე, საზენიტო-სარაკეტო და საარტილერიო ბატალიონის საცეცხლე ჯგუფმა აღმოაჩინა მტრის "ალიგატორი".  სამიზნე განადგურებულია", - განაცხადეს 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა.

იქამდე, ასევე დღეს დილით, უკრაინის დამცველებმა მტრის კა-52 ბახმუტის მიმართულებაზე ჩამოაგდეს, კიდევ ერთი ასეთი ტიპის ვერტმფრენი 14 აგვისტოს განადგურდა.

ერთი ვერტმფრენის ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი დოლარია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან თავდაცვის ძალებმა უკვე ჩამოაგდეს 314 რუსული ვერტმფრენი და 315 თვითმფრინავი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები