ლელა ჩიქოვანი ავსტრიის ახალ თავდაცვის ატაშეს შეხვდა

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს თომას მიულმანსა და და ახალ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ გეორგ დიალერს უმასპინძლა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და დიპლომატებს მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს, თავდაცვის ძალების თავსებადიბის ამაღლებას და შესაძლებლობების გაძლიერებას მოემსახურება. 

შეხვედრაზე რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მზარდი საფრთხეები საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა. 

ლელა ჩიქოვანის განცხადებით, ამ ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრის მოადგილემ ავსტრიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს ინფორმაცია მიაწოდა რეფორმების შესახებ, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები