გეოლოგი - ეს არის გამოფიტული მასის ჩამოქცევა, წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდის მასის ჩამოშლის პროცესებზე გეოლოგების დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გეოლოგმა შოთა ლობჟანიძემ განაცხადა.

"საქმე გვაქვს გამოფიტული მასის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. სხვა მხრივ ახლა საშიშროება არ არსებობს. დანარჩენი ანალიზის სფეროს განეკუთვნება.

ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასის ჩამოქცევა. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა, ტრანსფორმირდებოდა. აღნიშნული ადგილი უსაფრთხოა, მაგრამ დაკვირვება სჭირდება მუდმივად.

დღეს ჩამოშლილი მასა ხევშია დაგროვილი და გაიწმინდება. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება“,- განაცხადა ლობჟანიძემ.