სოჩა - პირადი თავდასხმები, რაც კელი დეგნანზე განხორციელდა, ამაზრზენი იყო და არ უნდა მომხდარიყო

ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით იმით, როგორ მოექცნენ ელჩ დეგნანს. პირადი თავდასხმები, რაც მასზე განხორციელდა, მიგვაჩნია, რომ ამაზრზენი იყო და არ უნდა მომხდარიყო, - აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის მრჩეველმა კრის სოჩამ განაცხადა.

"აშშ-ის ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და ჩვენ ერთგულნი დავრჩებით ქართველი ხალხისა და ქვეყნის მისწრაფებების მიმართ. გამოწვევა ისაა, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით იმით, როგორ მოექცნენ ელჩ დეგნანს. პირადი თავდასხმები, რაც მასზე განხორციელდა, მიგვაჩნია, რომ ამაზრზენი იყო და არ უნდა მომხდარიყო. ვიმედოვნებ, რომ ელჩი დანიგენი როდესაც ჩამოვა, ნამდვილ პატივისცემას მიიღებს, რაც უნდა იყოს გამოხატული შეერთებული შტატების ელჩის მიმართ. უნდა აღვნიშნოთ, რომ მის მიმართ მოპყრობას არსებითი გავლენა აქვს ადამიანებზე ვაშინგტონში და მათ შთაბეჭდილებაზე საქართველოს შესახებ.

ჩვენი ურთიერთობები ხანგრძლივია. ნებისმიერ ურთიერთობაში არსებობს გარკვეული წყვეტები და მათი დაძლევა შესაძლებელია. ხანდახან ამას დრო სჭირდება და ყოველთვის არსებობს უთანხმოება, რაზეც მუშაობა არის საჭირო. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი უთანხმოების დაყვანას პოლიტიკამდე. ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა, თუ არსებობს მზაობა და სურვილი ამ პრობლემებზე სამუშაოდ", - განაცხადა სოჩამ "ფორმულასთან".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები