თუშეთში უბედური შემთხვევის შედეგად ტურისტი დაიღუპა

თუშეთში ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ის ომალოდან ფშავის მიმართულებით მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც ხევში გადავარდა.

უწყების ცნობით, მაშველებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს, თუმცა ტურისტი გარდაცვლილი იყო.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული შვეიცარიის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია.