"მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა, დაახლოებით 10 სახლია ჩატანილი და დანგრეული"

გურიაში, რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა, წაღებული და დაზიანებულია სახლები, გზები, ხიდები და სხვა ინფრასტუქტურა.

ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის თქმით, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობაა სოფელ ჯიხანჯირში.

"ეძებენ მოზარდს, მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა. დაახლოებით 10 სახლია მუნიციპალიტეტში მეწყერიდან ჩატანილი და დანგრეული. დანარჩენზე ინფორმაციას მოგაწვდით. მთელი ღამე წვიმა არ გაჩერებულა, ახლაც წვიმს.

მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი. ტექნიკის მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ დაიწყოს წმენდა. რამდენიმე ადგილზე უკვე დაწყებულია წმენდა. ცენტრალური გზები და შიდა სასოფლო გზები, ბევრ ადგილზეა მეწყერი ჩამოწოლილი", - განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა "რუსთავი 2"-თან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. 

ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები