საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე მოსწავლე კი დაშავდა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე მოსწავლე კი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი მართავდა, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ქვეითად მოსიარულე ქალს, შემდეგ კი, ხეს შეეჯახა.  ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომანქანაში მყოფი საგარეჯოს პირველი საშუალო სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ.

ექვსი მოსწავლე სხვადასხვა დაზიანებით საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში განაცხადეს, მოსწავლეების მდგომარეობა სტაბილურია, არცერთ მათგანს არ სჭირდება რეანიმაციული მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.