ელენე ხოშტარია - ჯერ კიდევ 2021 წელს ნათია თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში როგორც ფარცხალაძესთან, ასევე რუს ოლიგარქებთან

"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნათია თურნავა ჯერ კიდევ 2021 წელს, ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში როგორც ოთარ ფარცხალაძესთან, ასევე რუს ოლიგარქებთან.

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას ბინძურ, ანტისახელმწიფოებრივ კავშირებზე ოთარ ფარცხალაძესთან და რუსეთთან, რაც დამატებით ახსნის მის გუშინდელ მოქმედებებს რუსული ინტერესების სასარგებლოდ და ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ.

ჯერ კიდევ 2021 წელს, ნათია თურნავამ, რომელიც იყო მაშინ ეკონომიკის მინისტრი, ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპანია საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯთან, რომლის დამფუძნებელიც არის რუსი ოლიგარქი, ფარცხალაძის პარტნიორი ვინმე რომან ბოკერია. ის და მისი მეუღლე, ოჯახი, ჩართულები არიან ანტისაქართველოს მოქმედებებში, როგორც ფრენების აღდგენის საკითხში, ასევე მუშაობენ რკინიგზის აღდგენის საკითხებზე და ეს ზოგადად, ძალიან საინტერესო და ბინძური ფიგურაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამ ადამიანთან მოაწერა ხელი მემორანდუმს, სადაც მას ჰპირდება ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში ხელის შეწყობას. ანუ საქართველო, თურნავას ხელით, ხელს აწერს რუსი ოლიგარქის კომპანიასთან, მსგავს მემორანდუმს, რომ შეუწყოს მათ ხელი.

ზუსტად ბოკერიასთან ერთად, 2022 წელს ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში აფუძნებს იდენტურ კომპანიას - მოსკოვის ბიზნეს ბროკერიჯს, სადაც ფარცხალაძე არის 50%-ის მფლობელი. ანუ, ჯერ კიდევ 2021 წელს ნათია თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში როგორც ფარცხალაძესთან, ასევე რუს ოლიგარქებთან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და ეს კარგად ხსნის, თუ რამდენად დიდია ის პრობლემა, რომელსაც ჩვენ წავაწყდით ფარცხალაძის სანქცირების შედეგად.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა "ქართულ ოცნებაზე", უნდა ვიყოთ შეტევაზე რუს აგენტებთან და უნდა მოვითხოვოთ ამ ბრძანების გაუქმება და ნათია თურნავამ ასევე უნდა აგოს პასუხი, როგორც რუსული ინტერესების გამტარებელმა", - განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები