აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლები და თერაპევტები ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადებას შეიტანენ

ხვალ, 14:00 საათზე, აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლები და თერაპევტები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე განცხადებას შეიტანენ.

"ბავშვის განვითარების ინსტიტუტი", რომელიც ილიაუნის ცე კორპუსში მდებარეობს, ავარიულობის გამო დაიხურა და 250 აუტიზმის მქონე ბავშვი ცენტრის გარეშე დარჩა.

მშობლების მოთხოვნაა, სახელმწიფომ ალტერნატიული ფართი გამოყოს, სადაც "ბავშვის განვითარების ინსტიტუტი" ფუნქციონირების გაგრძელებას შეძლებს.