ზვიად კორძაძე - ამ საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დამთავრდა იმ შედეგით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლებული იქნენ

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საკასაციო საჩივრების განხილვა დასრულდა.

"ამ საქმეზე 5-წლიანი ეპოპეა დამთავრდა, დამთავრდა იმ შედეგით, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში გამართლებული იქნენ. ასევე, ისინი არ იქნებიან და არ არიან ნასამართლევი, მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და აღნიშნული ნაწილი ჩვენ მიერ აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც საბოლოოდ დადგინდება, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ამ საკითხთან კავშირი არ აქვთ", - აცხადებს ადვოკატი.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.

მსგავსი სიახლეები