მამუკა ხაზარაძე - ვერ დაგვაზიანეს, უფრო ნათლად დავინახეთ, ვისთან გვაქვს საქმე, ქვეყნის გამარჯვება ამათი მმართველობიდან გაშვებაზე გადის!

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც არც დაცვის და არც ბრალდების მხარის საჩივარი დასაშვებად არ მიიჩნია.

"რუსების დაკვეთითა და ბიძინას პროკურატურის მიერ შეთითხნილი ფულის გათეთრების საქმე დასრულდა. 

რას მიაღწიეს? - გააჩერეს ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები და საერთაშორისო ბანკები, ქვეყანას წაართვეს ინვესტიცია, ჩაშალეს საუკუნის პროექტის, ანაკლიის მშენებლობა, ქვეყნის განვითარება ათეული წლით უკან დახიეს და რუსების დავალება პირნათლად შეასრულეს. 

რატომ არის საქართველო ასეთ მდგომარეობაში? - იმიტომ რომ კრემლის მოკავშირე, გაყიდული მთავრობა გვყავს, რომელსაც ეროვნული ინტერესი არაფრად მიაჩნია. 

დაგვაზიანეს? - ვერ დაგვაზიანეს, უფრო გავმაგრდით, უფრო ნათლად დავინახეთ, ვისთან გვაქვს საქმე. ქვეყნის გამარჯვება ამათი მმართველობიდან გაშვებაზე გადის! ბრძოლა გრძელდება! სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის. მთავარია, არ გაჩერდე, არც გავჩერდებით!", - წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები