ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს − კირიაკოს მიცოტაკისს ქალაქ გრანადაში შეხვდა.

"შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ პროცესში საბერძნეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი; განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგამს, მათ შორის − საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის პოზიტიური შესრულების დინამიკა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია;

ხაზი გაესვა  ორი ქვეყნის მრავალმხრივ თანამშრომლობას, რომელიც განმტკიცებულია ათასწლოვანი ისტორიული კავშირებით და კულტურული სიახლოვით; განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რაც მოიაზრებს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის ინტენსივობას", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები