ქართველი მუსიკოსი The Voice of Germany-ის მონაწილეა

19 წლის ქართველი მუსიკოსი ლიზი გოზალიშვილი The Voice of Germany-ის 2023 წლის სეზონის მონაწილეა.

მისი გამოსვლა 12 ოქტომბერს გერმანულ ტელეარხ ProSieben-ის ეთერში გავა.

როგორც ანონსიდან ჩანს, ლიზი გოზალიშვილი მაიკლ ჯექსონის Earth Song-ს შეასრულებს.

ქართველ გულშემატკივარს მისი გამოსვლის ხილვა The Voice of Germany-ის სოციალური მედიის პლატფორმებზე შეეძლება.

ლიზი გოზალიშვილი ამჟამად გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტში, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ქართულმა საზოგადოებამ ის თავისი საავტორო სიმღერებით გაიცნო. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი ქართული მუსიკალური პროექტის მონაწილეც იყო.

"გერმანიის "ვოისში” მონაწილეობა სულ მინდოდა. ამ პროექტის ფორმატი ყოველთვის ძალიან მომწონდა და ბავშვობიდან აქტიურად ვუყურებდი. შეიძლება ითქვას, რომ ამ სცენაზე გამოსვლით ერთ-ერთი დიდი ოცნება ავისრულე.

პირველ ტურში მაიკლ ჯექსონის "Earth Song” შევასრულე, რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი სიმღერაა. ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობაა. თუ როგორ გავართვი თავი, ეს 12 ოქტომბერს მაყურებელმა გადაწყვიტოს", - განაცხადა ლიზი გოზალიშვილმა Front News-თან.

ProSieben/SAT.1/André Kowalski

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები