უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დღეს რუსული გამანადგურებელი სუ-25 გაანადგურეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 12 დარტყმა განახორციელეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში და მტრის ხიდზე. უკრაინელმა დამცველებმა ასევე ჩამოაგდეს რუსული გამანადგურებელი სუ-25 და ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10.

გარდა ამისა, სარაკეტო ძალების ნაწილებმა დაარტყეს მტრის საკონტროლო პუნქტს, ტერიტორიას, სადაც იყო კონცენტრირებული პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალის საცავი და მტრის ელექტრონული ომის სადგური.

ამავდროულად, კრემლის ტერორისტულმა ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის ცენტრში ბავშვთა სახლს. მიზანმიმართული დარტყმის შედეგად 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა და ორი ადმინისტრაციული შენობა ნაწილობრივ განადგურდა.

"მტერმა განახორციელა  ორი სარაკეტო, 39 საჰაერო დარტყმა და 24 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები