21 ოქტომბერს ახალციხეში "პურის ფესტივალი" გაიმართება

21 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად "პურის ფესტივალს“ ატარებს.

"პურის  ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც "ელკანას“ ინიციატივით 2010 წლიდან, უკვე მეხუთედ იმართება ახალციხეში. ფესტივალის მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების წარმოჩენა-წახალისება.

ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნებენ ადგილზე გამომცხვარ სხვადასხვა სახეობის  ხორბლის  პურს, ადგილობრივ  პროდუქტებსა  და  სამცხე-ჯავახეთის  ტრადიციულ კერძებს. ფესტივალზე გაიმართება ფერმერების მიერ  წარმოებული პროდუქტების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვა საინტერესო ღონისძიებები. ფესტივალი ერთმანეთს შეახვედრებს ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებს და მომხმარებლებს. ასევე, დაგეგმილია გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის. გაიმართება ვიქტორინა ხორბლის, პურის და რეგიონის  ეთნოლოგიური  ღირსშესანიშნაობის თემაზე და გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.

ფესტივალის მსვლელობისას და დასასრულს, ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული  ანსამბლების მონაწილეობით, ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის დაინტერესებული პირი და ორგანიზაცია, რომლებსაც მოჰყავთ და/ან პოპულარიზაციას უწევენ ქართულ ხორბალს, აცხობენ ტრადიციულ პურს, აწარმოებენ და ყიდიან ადგილობრივ და ტრადიციულ პროდუქტს, მეურნეებს, ვინც ეწევა ორგანულ სოფლის მეურნეობას  და/ან  კლიმატგონივრულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რომლებსაც სურთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, დაამყარონ თანამშრომლობითი  და ბიზნეს  ურთიერთობები,  გახადონ  პროდუქტი  უფრო  ცნობადი  როგორც  რეგიონში, ასევე საქართველოს მასშტაბით.

ღონისძიება 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე ახალციხის ციხის ტერიტორია გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები