ილია დარჩიაშვილი რობინ დანიგენს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი რობინ დანიგენს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგენს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და შესაბამისი მიმართულებების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება, ასევე, გამახვილდა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების  საკითხებზე.

"საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ

მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები