ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი კლინიკაში გარდაიცვალა

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუა ხნის ქალია. ის ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

ცნობილია, რომ თავდაპირველად სწორედ გარდაცვლილის სახლში მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა.

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან სამი პაციენტი გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირია.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

უახლესი ამბები