პარლამენტთან ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტთან ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე ბებუას ოჯახის წევრებთან ერთად, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი მთავრობისგან მოქმედებას ითხოვენ, რომ ირაკლი ბებუას გათავისუფლება მოხდეს.

19 ოქტომბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SCJ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ირაკლი ბებუა "აფხაზური დროშის" დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მან ასე 27 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღის ზეიმით აღნიშვნა გააპროტესტა.

საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები