სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ცრუ მეწარმეობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, გაწერეს 2 345 524 ლარის ღირებულების დღგ-ს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს 357 791 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, საიდანაც 164 375 ლარი გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესამცირებლად, ხოლო დარჩენილი თანხა - 193 416 ლარი დაიბრუნეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 185-ე და 193-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები