ონის მუნიციპალიტეტის მერი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს შეხვდა

15 ნოემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს შეხვდა.

"მხარეებმა შეხვედრაზე იმსჯელეს ონის მუნიციპალიტეტის ჩამდინარე წყლებისა და წყალანირების სისტემის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც შემუშავდა სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ეკოცენტრი სოსნა ერთობლივად ახორციელებენ.

დოკუმენტში ასახულია საქართველოში წყალმომარაგების და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ხედვა და შემოთავაზებულია წყალარინების სისტემის გამართვის გზები. აღნიშნული საჭიროა იმისთვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და გარემოს არ მიადგეს ზიანი ურბანულ ჩამდინარე წყლებში არსებული დაბინძურების უარყოფითი ზემოქმედებისაგან", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.