აშშ-მა უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

ეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან 2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული უკრაინისთვის გამოყოფილი 51-ე ტრანში.

პაკეტი მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა აღჭურვილობას, რომელიც დაეხმარება უკრაინას დაიცვას თავისი სუვერენული ტერიტორია და იბრძოლოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

100 მილიონ დოლარამდე ღირებულების დახმარების პაკეტი მოიცავს: Stinger-ის საზენიტო რაკეტებს; HIMARS-ს და დამატებით საბრძოლო მასალას; 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს; TOW რაკეტებს; Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს; ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალას; საბრძოლო მასალას დაბრკოლებების განადგურებისთვის; სათადარიგო ნაწილებს და სხვა დამხმარე აღჭურვილობას.

დღეს კიევში პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება.

უახლესი ამბები