პენტაგონის ხელმძღვანელმა უკრაინისთვის 2,3 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა

ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინისთვის 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის შესახებ მალე გამოაცხადებს, - ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

როგორც მან უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, პაკეტში შედის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასევე რაკეტები Patriot-ის და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

"არ შეცდეთ, უკრაინა მარტო არ არის და შეერთებული შტატები არასოდეს იტყვის უარს მის მხარდაჭერაზე. 50 მოკავშირესა და პარტნიორთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ იმ კრიტიკული შესაძლებლობების მიწოდებას, რომელიც უკრაინას სჭირდება რუსული აგრესიის მოსაგერიებლად დღეს და ხვალ მის შესაკავებლად", - განაცხადა ოსტინმა.

მისივე თქმით, უმეროვთან შეხვედრის დროს დაგეგმილია უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებების დაკმაყოფილების გზების განხილვა და სამომავლოდ რუსეთის შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად ძალების შექმნა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები