ბექა ოდიშარია - "ნაციონალურ მოძრაობას" თუ მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა, მზად ვარ, მანიფესტზე მეც მოვუწერო ხელი

მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მახსენებს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1903 წლის მეორე ყრილობას, სადაც საბოლოოდ მოხდა განხეთქილება ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის, - წერს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია.

"ეს გაფორმდა დიდი ხნით, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამ ჩვენს თანამედროვე ბოლშევიკებს ნამდვილად არანაირი პერსპექტივა არ აქვთ ხელისუფლების ხელში აღების, რადგან მათმა "ოქტომბერმა“ უკვე დიდი ხანია ჩაიარა.

რაც შეეხება მანიფესტს, ის როგორც წესი რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენის გამო ქვეყნდება. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ მეც მოვუწერო ხელი მათ მანიფესტზე და თან დიდი სიამოვნებით“, – წერს ოდიშარია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები