ნაევი - ომი შეიძლება კვლავ გასცდეს აღმოსავლეთსა და სამხრეთს, ჩვენ ამისთვის ვემზადებით

უკრაინის ომი შესაძლოა, კვლავ გაფართოვდეს სამხრეთისა და აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა. ეს საკმაოდ სავარაუდო გახდება, თუ რუსეთი გააგრძელებს იარაღის წარმოების გაზრდას და ტექნოლოგიების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი ნაევმა განაცხადა.

"ჩვენ ვემზადებით ამისთვის. ვაშენებთ თავდაცვას, ვამზადებთ და ჩვენს ძალებს", - აღნიშნა მან.

როგორც გენერალმა აღნიშნა, უკრაინას ესმის, რომ ახლა არის ომი რესურსებისთვის.

"რუსეთის ფედერაცია თავის რესურსებს იღებს "ბოროტების ღერძის“ დახმარებით - ეს არის ჩრდილოეთ კორეა, ეს არის ირანი. ჩვენ კი, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, მათგან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებით, ვუპირისპირდებით რუსეთის ფედერაციას. უნდა გვესმოდეს, რომ დახმარების შემცირება ნამდვილად დააზარალებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ იმით, რაც გვაქვს“, - განაცხადა ნაევმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები