კოკა კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმატება ნიშნავს ქვეყნის წარმატებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

სამსახურის უფროსის განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკლე დროში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება შეძლო, რამაც შედეგად უწყების ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება, გამჭვირვალე, ეფექტური გამოძიების სტანდარტების და მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომების და სტანდარტების ჩამოყალიბება მოიტანა.

სამსახურის გადაწყვეტილებით ყველა განმცხადებელს და დაზარალებულს საქმის მასალების გაცნობის და საგამოძიებო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

როგორც კოკა კაციტაძემ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, განმცხადებლის და დაზარალებულის დასაცავად დაცვის სპეციალური ღონისძიებების წესი ამოქმედდა, რომელიც საგამოძიებო პროცესში მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სამსახურის ინიციატივით მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნა, რომელიც მოქალაქეებს სამსახურის სერვისებზე წვდომას უადვილებს და მათ დახმარებას ყოველდღიურად ახორციელებს.

შეიქმნა სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭო, რომელიც დანაშაულის შემცირების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხელშეწყობის საკითხებზე აქტიურად მუშაობს.

მთავრობასთან თანამშრომლობით სამსახურს კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი რეგიონალური ოფისები დაემატა, რამაც სამსახურის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაზარდა.

ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოცხადდა.

სამსახურმა, მცირე დროში გამოძიების 3 საერთაშორისო ქსელის წევრობის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, დღეს იგი ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურებთან ერთად არის წარმოდგენილი გაერთიანებაში და აქვს წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების მიღების საშუალება.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმატება ნიშნავს ქვეყნის წარმატებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ,  ეს დიდი მიზანი და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა არის სამსახურის თითოეული თანამშრომლის კარგად გათავისებული პასუხისმგებლობა, რომელიც გვაძლევს ენთუზიაზმს ჩვენი საქმე წარმატებით ვაკეთოთ“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები