უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვარზე, გამშვებ პუნქტზე უკრაინის დროშა აღმართეს

ხარკოვის ოლქში, გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა უკრაინის დროშა აღმართეს, - ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, "მესაზღვრეები მუდმივი დაბომბვის მიუხედავად, ხარკოვის ოლქში, "ბუდარკის" საავტომობილო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შევიდნენ და მიმდებარე ყველაზე მაღალ კოშკზე ლურჯი და ყვითელი დროშა აღმართეს".

ეს გამშვები პუნქტი კონკრეტულად სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს და რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ არ ფუნქციონირებს.

24 თებერვლიდან რუსების მიერ ოკუპირებული ხარკოვის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია უკრაინის შეიარაღებული ძალების შემოდგომის კონტრშეტევის შედეგად ოკუპაციისგან განთავისუფლდა, თუმცა რეგიონის ტერიტორიის მცირე ნაწილი კვლავ რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ.

გარდა ამისა, რუსები ცდილობენ დაიბრუნონ ქალაქი კუპიანსკი, მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი. ოკუპანტები მუდმივად ახორციელებენ თავდასხმებს ქალაქის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები