ქალზე ძალადობასა და მუქარის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა და მომღერალმა კახა აბუაშვილმა (კაბუმ) საპატიმრო დატოვა.
მას სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო 27 ნოემბერს შეუფარდა.
პროკურატურა კაბუს გირაოს ნაცვლად გათავისუფლებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
კახა აბუაშვილს ბრალი ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის აქვს წარდგენილი.