ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ჩავიდეს წალენჯიხაში და დახვდება თავისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, წალენჯიხის მერი

მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი თანამდებობის პირები არიან ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ჩავიდეს წალენჯიხაში და დახვდება თავისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, წალენჯიხის მერი. აბსოლუტურად ლოგიკურია, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს არ ხვდებიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა იმ კითხვის პასუხად, თუ რატომ არ ესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონებში პრეზიდენტის შეხვედრებს.

ირაკლი კობახიძე თქმით, სალომე ზურაბიშვილი სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კამპანიას აგრძელებს.

"სალომე ზურაბიშვილი რა კამპანიასაც აწარმოებს, ხომ ვიცით, რა არის ამის პოლიტიკური მოტივი, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კამპანიების გაგრძელება. სინამდვილეში, ეს ხომ მთლიანად პოლიტიკური კამპანიაა, სისულელეა ხელმოწერების შეგროვება იმ პირობებში, როდესაც არსებობს ევროკომისიის დასკვნა და ვიცით, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭოს მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რა ხელმოწერებზეა საუბარი, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მორიგი კამპანია და როგორ შეიძლება, ამაში ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობას“ გაუმაგრონ კამპანიები ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებმა. ეს იქნება არასწორი. ამიტომ ბუნებრივია, ეს ადამიანები არ იღებენ მონაწილეობას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შესაბამის კამპანიაში, თან სისულელეა. ანუ, კომისიამ დადო დასკვნა, საბჭო იღებს ერთ კვირაში გადაწყვეტილებას, რა ხელმოწერებაზეა საუბარი? უშინაარსო კამპანია ყოველთვის აფუჭებს, რა შუაშია, რა ხელმოწერები, რა შუაშია ეს ყველაფერი, აბსოლუტურად გაუგებარია. მეორე პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს რომ უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და 20 000 ხელმოწერა რომ აქვს შეგროვებული, ეს ხომ აფუჭებს საქმეს? რა თქმა უნდა, აფუჭებს საქმეს, ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი იაფფასიანი, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მორიგი კამპანია, რაშიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები