ბექა ოდიშარია - როგორც იმართებიან და რა ინსტრუქციებსაც იღებენ, ის ემართებათ, ყველაფერი კანონზომიერია, რაც მათ თავს ხდება

მათი კონსპირაციული მოძრაობების შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ. ალბათ სადაც არის, იქ ჩაიყვანა. მანდ არ იქნება, სენეგალში იქნება - სენეგალში ჩაიყვანს, თუ არადა აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში, სადაც გნებავთ, იქ ჩაიყვანს,  - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე ლონდონში, დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან.

მისი განცხადებით, წარმოუდგენელია ის, რაც „ნაციონალური მოძრაობაში“  ხდება,  თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იმართება პარტია და რა ინსტრუქციებს იღებენ მისი წევრები, ყველაფერი კანონზომიერია.

"როცა ადამიანი პირდაპირ ხელიდან კონვერტით კვებავს კონკრეტულ პარტიულ ორგანიზმს, რა თქმა უნდა, მისი მესვეურები არიან დამოკიდებულები და სადაც დაიბარებენ ინსტრუქციებისათვის, იქ ჩავლენ. მიიღებენ ახალ ინსტრუქციებს როგორ უნდა იმოქმედონ, იმიტომ რომ, მათ პარტიაში რაც ხდება, ეს არის წარმოუდგენელი. პირველი, მათი ნაციონალური ლიდერი სააკაშვილი, ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და წავიდა და პროვინციის გუბერნატორად დადგა სხვა ქვეყანაში. შემდეგი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე - ისე შესძულდა ესენი, რომ არც დაიბარა ოფისში და გაიქცა კაცი, აღარ მინდა თქვენთან ურთიერთობაო. მერე თავმჯდომარე იყო მელია, სრული ბუშტი და ჰაერი: ვითომ სააკაშვილს იხსნიდა და დაარტყამდა წრეს კანცელარიას, დაახვია თავბრუ ამ ხალხს. ეს ჰაერივით თავმჯდომარე გააგდო ამ არაფრის მცოდნე ხაბეიშვილმა და ხაბეიშვილი ისე მოიქცა, რომ მთელი პარტია აჯანყდა და ახლა უნდათ რომ მაინ რიდის „უთავო მხედარივით“ იყვნენ, რომ საერთოდ პარტიას თავმჯდომარე არ ჰყავდეს, ისე შეაძულა თავი არამხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ საკუთარ პარტიასაც. აი ასეთი პარტიაა და როგორც იმართებიან და რა ინსტრუქციებსაც იღებენ, ის ემართებათ, ყველაფერი კანონზომიერია, რაც მათ თავს ხდება“, - განაცხადა ოდიშარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები