ანა წითლიძე - დრო გამოაჩენს, რამდენად სწორი იყო ამ ადამიანების გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა“ სახელებსა და გვარებზე ჩამოკიდებული პარტია არ არის.

"ადამიანები მიდიან, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მოდის. ყველა წასულს წარმატებას ვუსურვებ. დრო გამოაჩენს, რამდენად სწორი იყო ამ ადამიანების გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ. არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მიუხედავად მათი დიდი წვლილისა, ყოფილიყვნენ მთავარი ფაქტორი იმ შედეგის, რაც ბათუმსა და აჭარაში იდება.

"ნაციონალური მოძრაობა" არ არის სახელებსა და გვარებზე ჩამოკიდებული პარტია. "ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ამომრჩევლების პარტიაა. 2016 წელს ძლიერი ფრთა კი არა, საერთოდ 21 დეპუტატი და 21 ლიდერი წავიდა "ნაციონალური მოძრაობიდან“, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, ეს ადამიანები ახლა სად არიან, როგორი იყო მათი პროცენტული მაჩვენებელი და როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებელი. ამას საკუთარ თავში თვითონ უნდა გასცენ პასუხი. როდესაც არ გინდა არაფერი, მაშინ ვერანაირი შეთავაზება ვერ უზრუნველყოფს ერთიანობას. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. "ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები